|
დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტი `იბერია”. სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი თეონა ბარქაია.
`სიტყვის თავისუფლება” პიროვნების უფლებისა და თავისუფლების სისტემაში აზრის გამოხატვის თავისუფლების ან სიტყვის თავისუფლებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან იგი ცივილიზებული საზოგადოების საფუძველთა საფუძველია და დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის შეფასებით კრიტერიუმია სიტყვის თავისუფლება, არსებითად ესაა ადამიანური ინდივიდუალობის გამოვლინების თვითმყოფადობის დამკვიდრების და ყოველი პიროვნების უნიკალურობის არსებითი ფაქტორი. რაში მდგომარეობს სიტყვის თავისუფლების სუბიექტური უფლების ბუნება? სუიექტური უფლება აზრისა და სიტყვის თავისუფლებაზე შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეს გამოხატოს თავისი დამოკიდებულება გარემომცველ სამყაროს მოვლენებთან, თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და საკუთარი შეხედულებისამებრ გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ნებისმიერი სახის საშუალებით. დაუშვებელია რაიმე ძალადობრივი ზემოქმედება ადამიანზე იძულებით გამოხატოს თავისი აზრი ან უარი თქვას მასზე. აზრისა და სიტყვის თავისუფლებას საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. სიტყვის თავისუფლების კვლევისას, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ მისი სტრუქტურული ელემენტები: პირველი, ეს არის ყოველი ადამიანის თავისუფლება გამოხატოს თავისი აზრები და იდეები კანონის მოთხოვნათა დაცვის პირობით, მეორე _ ეს არის ბეჭდვის ადა სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება. `ბეჭდვის თავისუფლების” ლიბერალური დოქტრინის ფუძემდებელთა რიცხვს ამერიკაში, პირველყოვლისა, მიეკუთვნებიან: ჯ. მედისონი, ტ. უორტმანი, დ. ტომსონი, დ. ჰეი. უორტმანის აზრით, სიტყვისა და აზრის შეუზღუდავი თავისუფლება განპირობებულია თავად ადამიანის ბუნებით, იმ ფაქტით, რომ გონება ადამიანის ბუნებრიბი მონაპოვარია, ხოლო შემეცნების შესაძლებლობა _ ჭკუის განუყოფელი ატრიბუტი. თუ დავახასიატებთ სიტყვისა და აზრის თავისუფლების პრობლემას, საბჭოთა პერიოდის საქართველოში, ძნელია იმის მტკიცება, რომ მათი გამოვლინება სულ მცირედით მაინც ყოფილიყო შესაძლებელი, საბჭოთაა კავშირის მოქალაქეთა მთელი თაობები ცხოვრობდნენ ობიექტური ინფორმაციის არ არსებობისა და იდეოლოგიური სტერეოტიპის ტოტალური თავსმოხვევის პირობებში. და გასაკვირი არ არის, რომ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: ინდივიდის სულიერი დამოკიდებულება, მათ შორის რელიგიური თავისუფლება, შევიწროებული იყო კომუნისტური იდეოლოგიით. განსხვავებული აზრის გამოვლენისა და სოციალური სინამდვილის კრიტიკის მცდელობის სულ მცირე გამოვლინებაზეც კი ტოტალიტალური რეჟიმი მკაცრი რეპრესიით რეაგირდება. მთელი საბჭოთა ისტორიის მანძილზე, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად გამოიყენებოდა სისხლისამართლებრივი დევნა პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპით. ტოტალიტარული რეჟიმის ნგრევის შემდგომ სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის, რომ საზოგადოების რადიკალური განახლება წარმოუდგენელია პიროვნების ინტელექტუალურ თავისუფლების, აზრთა უშიშარი გაცვლის შესაძლებლობების გარეშე. ერთადერთი სწორი გზაა, ჩვენი ყველანაირი ავადმყოფობის წამალი, არის სიტყვის თაბისუფლება, თავისუფლება იმისა, რომ გქონდეს საკუთარი აზრი და შეგეძლოს გამოთქვა ის. საქართველოს 1995წლის კონსტიტუცის აცხადებს სიტყვისა და აზრის თავისუფლების იმ დებულებათა რიცხვს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ უფლებას, განეკუთვნება დებულებები სიტყვისა და აზრის გამო ადამიანის დევნის, ასევე საკუთარი შეხედულკებების გამოთქმის, იძულების დაუშვებლობის, ინფორმაციის თავისუფლად მოღების, გავრცელების, ცენზურის აკრძალვის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვის თავისუფლების კონსტოტუციური გარანტიების რეალიზაციის სამართლებრივი მექანიზმები, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მოქალაქეთა უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, საქართველოს სინამდვილისათვის დამახასიათებელ პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში შეიმჩნევა დაშორების ტენდენცია სამართლის ნორმასა და მისი რეალიზაციის პრაქტიკას შორის. სინამდვილეში სიტყვის თავისუფლება ხშირად იცვლება დემაგოგიით, პოლიტიკანობით და განსხვავებული აზრის დათრგუნვითაც კი. უდაოა ერთი: ასეთი პლურალიზმი შეურაცმყოფელია ფორმირების პროცესში მყოფ სამოქალაქო საზოგადოებისათვის. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ არ შეიძლება აზრისა და სიტყვის თავისუფლების დისკრედიტაცია. დემოკრატია და პლურალიზმი საზოგადოებამ უნდა ისწავლოს. ზნეობრივად ჯანმრთელი, სამოქალაქო ღირსების მფლობელი საზოგადოებისათვის დამახასიათებელია ურთიერთგაგება, ურთიერთდათმობა და კომპრომისის ძიებისადმი სწრაფვა უკიდურესი შეხედულებების გამოხატულებას შორის. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური და შეგნებული მონაწილეობა ძირითადად შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც მოქალაქის უფლება, თავისუფლად გამოხატავს თვისი აზრები, გარანტირებულია კანონით, რომელიც უნდა დაიცვას როგორც სახელმწიფომ ისე მოქალაქემ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სიტყვის თავისუფლების ხელყოფისათვის. ჩემის აზრით სიტყვის თავისუფლებისათვის საჭიროა: 1. რეგიონებში სიტყვის თავისუფლებისათვის ბეჭდური და განსაკუთრებით ელექტრონული მედიისათვის თავისუფლების მინიჭება. 2. მედიაში გამოქვეყნებული კრიტიკულ მასალებში ხელისუფლების შესაბამისი რეაქცია. 3. რიგით მოქალაქეებისათვის შესაბამისი ახსნა-განმარტებითი მუშაობის ჩატარება სიტყვის თავისუფლების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. და ა.შ
|