თამთა შენგელაიაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-3 კურსი, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები განათლება და უსინათლო ბავშვები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26 მუხლისა, და საქართველოს კონსტიტუციის 35 მუხლის 1 ნაწილის თანახმად: ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ მუხლი 24 ნაწილი 2, ა ქვეპუნქტი: სახელმწიფომ უნდა უზრუნელყოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ იქნენ გარიყულნი ზოგადი განათლების სისტემიდან მათი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ასევე უფასო და სავალდებულო განათლების სისტემიდან. მთელ საქართველოში უსინათლო ბავშვთა სკოლა მხოლოდ ერთია, თბილისში სკოლა #202. ამ ბავშვებისათვის შექმნილია კარგი პირობები, ისინი წერა-კითხას ბრაილის შრიფტით ეუფლებიან. სკოლაში ფუნქციონირებს შაშის, ჭადრაკის, უცხო ენის შემსწავლელი წრეები, მომღერალთა გუნდი, ხალხურ საკრავთა ანსამბლი და ეუფლებიან მათთვის მისაწვდომი შრომის სხვადასხვა სახეობას, აქვეა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. საშუალო სკოლის დამთავრებასთან ერთად სწავლობენ მასაჟისტის სპეციალობას, იღებენ მოწმობას, რაც საშუალებას მისცემს დასაქმდნენ ამ პროფსიით. პრობლემა ისაა, რომ ამ სკოლისათვის ხელი მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ბავშვებს მიუწვდებათ, რაც იმას მიუთითებს რომ ზემოთ ხსენებული საერთაშორისო და კონსტიტუციური უფლება არ არის დაცული.
აგრეთვე 10 საჯარო სკოლა მხოლოდ თბილისში, სადაც ხორციელდება პროექტი ,,ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლების მოდელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის’’, რომლის მიზანია მათ შეიძინონ თანატოლების მსგავსი ცოდნა და ხელი შეუწყოს ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ასეთი ბავშვები კლასის მასალას ვერ ძლევენ და ამ ამ პროექტს უფრო სოციალური დატვირთვა აქვს.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს მხედველობა დაქვეითებული ბავშვები, ჩვეულებრივ, ბრაილის შრიფტით აბარებენ გამოცდებს და 2 მათგანი ჩაირიცხა კიდეც 2009 წელს.
სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს თუ რამდენია მხედველობა დაქვეითებულ ბავშვთა რიცხვი.
გამოსავალი. ჩემი აზრით, ამ სიტემას დახვეწა სჭირდება: 1. ყველა რაიონში მინიმუმ 1 სკოლა მაინც უნდა არსებობდეს უსინათლო ბავშვებისათვის ან ყველა საჯარო სკოლაში დაინერგოს ინკლუზიური სწავლება, რომელსაც არა მარტო სოციალური არამედ საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება. ეყოლება კვალიფიციური პედაგოგები და ფსიქოლოგები. 2. საზოგადოების ინფორმირება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, მაგალითად საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას მათდამი, რათა მათ აღიქვამდნენ არა როგორც საწყლებსა და მიმართავდნენ ასე, არამედ როგორც მათნაირ ჩვეულებრივ ადამიანებად. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი არ მეგობრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთი მხრივ ეს გამოწვეულია ოჯახის ზეგავლენით, რომელსაც არ სურს იმოგობროს მისმა შვილმა ასეთ ბავშვთან და მეორე არანაირი პირობებია სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი.
დასაქმება, გონებადაქვეითებული, უსინათლო და გადადგილების არათანაბარი შესაძლებლობების მქონე ადამიანების. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 23: ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი, ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 3 ნაწილის თანახმად კანონი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის... შეზღუდული შესაძლებლობების მიხედვით. კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ, მუხლი 27, ნაწილი 1: წევრი სახელმწიფოები ცნობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებას იმუშაონ სხვებთან თანასწორ პირობებში. ანუ ჰქონდეთ ღია, ინკლუზიური და შეზღ. შესაძლ. მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი სამუშაო გარემო; სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან და ხელი შეუწყონ მუშაობის უფლების რეალიზაციას. რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია დასაქმებული არც ამის სტატისტიკური მონაცემები არ გაგვაჩნია, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებიდან ვხედავთ, რომ მათი არც ისე დიდი ნაწილია დასაქმებული კერძო თუ საჯარო სექტორებში. სამწუხაროდ არც სახელმწიფოსა აქვს მათი დასაქმების პროგრამა შემუშავებული. გადავწყვიტე რა თვითონ მომეძიებინა მათი სამუშაო ადგილი მხოლოდ 2 ადგილს მივაკვლიე, ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ქსეროქსის აპარატებთან მუშაობენ და მეორე ,,უსინათლოთა საზოგადოება’’, ამ კლუბში 350 ადამიანია გაწევრიანებული, საიდანაც მხოლოდ რამდენიმეა დასაქმებული. მაგალითად: გელა მიკეიძე, რომელიც ამ კლუბის წევრი და მეწისქვილეა და კილო ფქვილის დაფქვაში 15 თეთრს იღებს.
გამოსავალი. ჩემი აზრით, საჭიროა 1. შევქმნათ მათთვის სამუშაო ადგილები, არ არის საჭირო ცალკე დაწესებულებების აგება ამისათვის, უბრალოდ არსებულში თუნდაც მინიმალური სამუშაოს გამოყოფა, ამით ა. მათ საზოგადოების ნაწილს გავხდით და დავანახვებთ, რომ ისინი ჩვენ გვჭირდება. როგორც ,,უსინათლო ადამიანთა ორგანიზაციაში’’ ამბობენ: ,,აქ არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ დრო გამყავს, დრო კი ძალიან ბევრი მაქვს, მუშაობის ან გართობის საშუალება აქ არ არის, უბრალოდ ვზივართ და ჩვენს განცდებზე, ისტორიებზე ვსაუბრობთ ნახევარ ქალაქს გავდივარ იმისათვის რომ ჩემისთანებს შევხდე, აბა სხვა ადამიანები, ჩვენთან თითქმის არ მეგობრობენ.”
უსინათლოთა კლუბში ნიკა ტარიელაძეც მარტოობის დასაძლევად, “სხვებისგან” თავის დასაღწევად მოდის, ისიც სრულიად ბრმაა და ბავშვობიდან ვერ ხედავს, საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს რომ, ყოველთვის ეს ასე არ იყო.” ბ. მათ პენსიას კიდევ დაემატება პატარა შემოსავალი, მათი უმრავლესობა ხომ ღარიბია.
ეს ყველაფერი, კერძოდ ის რომ ბავშვებს არ შეუძლიათ თავიანთი თანატოლების მსგავსად მიიღონ განათლება და სრულწლოვნები კი დასაქმდენ, ხელს უშლის მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რის შედეგადაც გარიყულები რჩებიან და ამაში ხელს თვითონ სახელმწიფო უწყობს, იმით რომ არანაირი ღონისძიებების გატარება არ ხდება.
ყოველდღიურობა. აგრეთვე ყურადღების გარეშე არ შეიძლება დავტოვოთ ის რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით, ეტლში მჯდომი ადამიანები ვერ ახერხებენ ავტობუსით გადაადგილებას და კიდევ ახალი პრობლემა, რომელმაც მას შემდეგ წამოყო თავი, რაც გადასასვლელი ხიდების აგება დაიწყეს, ეს ხიდები გათვალისწინებული არ არის ეტლში მჯდომი ადამიანებისათვის, მათთვის გადადგილება კიდევ უფრო გაძნელდა. ხიდზე ვერ გადავლენ, ხოლო ტრასა მხოლოდ მანქანებისთვის არის განკუთვნილი. ამით მათი უფლებები ირღვევა.
არჩევნები უსინათლოები და ადამიანები, რომლებიც იყენებენ ეტლს: საქართველოს საარჩევნო კოდექსი მუხლი 6, ნაწილი 1: არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ. მუხლი მე-8, ნაწილი 1. საქართველოში არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. ნაწილი 2. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. ეს მუხლები სწორედ მაშინ ირღვევა, როცა საქმე ეხება უსინათლოებს, ეს უკანასკნელნი თავიანთი ახლობლის თუ ნაცნობის დახმარებით აძლევენ ხმას, ხოლო როგორც ცეესკოს წარმომადგენელმა მაია დაგნაძემ თქვა, იყო ხშირი შემთხვევები, როცა უსინათლოები ჩიოდნენ, რომ ახლობლები არ ასრულებდნენ მათ თხოვნას და სხვას აძლევდნენ ხმას.
რაც შეეხება დაწესებულებებს, სადაც არჩევნები ტარდება, თითქმის არც ერთი მათგანი არ არის გათვალისწინებული ეტლის მომხმარებელთათვის და არ არსებობს მათთვის სპეციალური შესასვლელები, რაც ხშირად სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
გამოსავალი. ხმის მიცემა თანასწორ საფუძველზე, ფარული სახითა და ნებისმიერი ზემოქმედების გარეშე უსინათლოებისათვის მაშინ მოხდება, როცა 1. ბიულეტენები ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება და გამოსავას წორედ ამ უკანასკნელის დამზადებაში ვხედავ. 2. შეირჩევა ისეთი დაწესებულებები ან გაკეთდება სპეციალური შესასვლელები ეტლის მომხმარებელთათვის.
სოციალური დახმარებები, ჯანდაცვა დაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მუხლი 28, ნაწილი 2, გ ქვეპუნქტი: სიღარიბეში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი ოჯახების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სახით, შესაბამისი ტრენინგის, იურიდიული და ფინანსური დახმარებისა და რესპირაციული მკურნალობის ჩათვლით. ბ ქვეპუნქტი: შეზღ. შესაძ. მქონე პირთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამებთან. როგორც ,,უსინათლო ადამიანთა ორგანიზაციაში’’ ამბობენ ისინი არავითარი შეღავათებით არ სარგებლობენ, მათ არც საკვებით, არც სამგზავრო, კომუნალური და სამედიცინო დახმარებები არ აქვთ. ხოლო ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არასწორია ეს ინფორმაცია, რადგან სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს მათ, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, მათი ინტერესების გათვალისწინებას ბიუჯეტის შედგენისას. 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია რომ, 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე მიიღებენ 22 ლარს, ასევე 22 ლარს მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები, ასევე, თუკი ისინი არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახიდან ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია, დამატებით, სხვა დახმარებებიც.
მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, ,,უსინათლო ადამიანთა ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ამბობს’’ ,,არ გეგონოთ კომუნისტებს მივტიროდე, მაგრამ ფაქტია, სამსახური დახმარებები გვქონდა, “ პუტიოვკებსაც” გვირიგებდნენ, თავს უმწეოდ არ ვგრძნობდით, დღეს კი საშინელ პირობებში გვიწევს ცხოვრება, არც დახმარება, არც სამუშაო, ეს კაცისათვის ძნელი ასატანია. 2006 წლიდან შეღავათები შუქზე, წყალზე და ნაგავზე მოგვიხსნეს. საკვებითაც გვეხმარებოდნენ ხოლმე, ახლა არც ეს არის, მოკლედ ჯამრთელებად გვაღიარეს.’’
აგრეთვე, სამედიცინო მომსახურების ღირებულება დღითიდღე იზრდება და ის ხელმისაწვდომი არაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დიდი ნაწილისათვის. რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი ვერ ახერხებს მისით სარგებლობას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა პირებს მიაკუთვნეს. მრავალია ისეთი ინვალიდი პირი, რომლებიც არ მიაკუთვნეს სიღარიბის ზღვარს მიღმა არსებულად, მაგრამ არანაირი სახსრები არ გააჩნიათ, ჩაიტარონ გარკვეული სახის გამოკვლევა.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მის მიერ გამოცემულ ბიულეტენში ,,სახელმწიფო ზრუნავს უმწეოთა ჯანმრთელობაზე’’, აღწერს თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და აქვეყნებს შემდეგ მონაცემებს: ,,გაცემულია სავარძელ-ეტლი 482 ცალი, სმენის აპარატი 1038 ცალი, უსინათლოთა ხელჯოხი 114 ცალი, ხელჯოხი სტანდარტული 846 ცალი, ხელჯოხ-ყავარჯენი-97 წყვილი ყავარჯენი 69 წყალი, კოხლეატური იმპლანტი-4 ცალი და კიდევ გრძელდება მისი გაცემა შესყიდული დამხმარე საშუალებების სრულ განაწილებამდე.’’ 2009 წელს გატარდა ,,ბავშვებზე ზრუნვის პროგრამა’’, რომელიც მოიცავდა: ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამებს. ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა, ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის ქვეპროგრამა. მაშინ როდესაც საქართველოში არის 236 280 ინვალიდი ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც სოციალურად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების 80 პროცენტამდე დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ღარიბია და მოკლებულია რეაბილიტაციის საშუალებებს. ასეთი მოპყრობით პირდაპირ ირღვევა ზემოთ ნახსენები 28 მუხლი.
გამოსავალი. როგორც ზემოთ აღვნიშნე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უმრავლესობა ღარიბია და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფად არ ჩათვალა არანაირი სახსრები გააჩნიათ, რომ მინიმალური მკურნალობა ჩაიტარონ. 1. ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს გაცილებით უფრო დიდი თანხა რათა, ყველა იმ შეზღ. შესაძ. Mქონე პირს ვისაც არ შეუძლია გამოკვლევისა თუ მკურნალობის თანხის გადახდა დაეხმაროს. 2. გაიზარდოს იმ ხალხის სია, რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოები და გონებადაქვეითებული ადამიანები. გაერთიანებული ასამბლეის მიერ 46-ე სესიაზე, 1991 წლის 17 დეკემბერს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა დაცვის შესახებ მიღებულ იქნა რეზოლუცი. 1 მუხლის 1 ნაწილის თანახმად ყველა პირს აქვს უფლება დაექვემდებაროს ფსიქიატრიული აშლილობის საუკეთესო მკურნალობას, რომელიც იქნება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ნაწილი. 2 ნაწილი ყველა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, ან შესაბამისად აღიარებული პირი, იმსახურებს ჰუმანურ, პატივისცემითა და ღირსებით მოპყრობას. ნაწილი 3: ყველა ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, ან შესაბამისად აღიარებულს, აქვს უფლება დაცულ იქნას ეკონომიური, სექსუალური ან სხვა სახის ექსპლუატაციისაგან, ფიზიკური ან სხვა სახის შეურაცხყოფისგან და დამამცირებელი მოპყრობისაგან.
დღესდღეისობით არ არსებობს ოფიციალური ორგანო, რომელიც მონიტორინგს ჩაატარებდა, რათა გამოეაშკარავებინა და აღეკვეთა ზემოთ აღნიშნული მოქმედებები მათი არსებობის შემთხვევაში. სამწუხაროდ არ არსებობს მათი მკურნალობისა და მოვლის ახალი მეთოდები, რომელსაც დიდი ხანია რაც საზღვარგარეთ იყენებენ. არც კი ხდება საერთაშორისო მეთოდოლოგიის დანერგვის მცდელობა, თუმცა ამ უკანასკნელზე ძნელია ლაპარაკი, მაშინ როცა მინიმალური სტანდარტებიც კი არ არის დაცული, როცა საშინელი პირობებია პალატებში, სამზარეულოსა თუ სამრეცხაოში, როცა სამკურნალო პირობები არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ფაქტობრივად მოწყვეტილნი არიან გარემოს. თუ გადავხედავთ ყველა მუხლს გაეროს ასამბლეის მიერ შემუშავებულს დავინახავთ, რომ თითქმის არც ერთი მათგანი სათანადოდ დაცული არ არის. რაც იმაზე მიანიშნებს რომ დიდი პრობლემებია ამ სფეროში.
სწორედ ამ პრობლემების გადასაწყვეტად საჭიროა მრავალმხრივი რეფორმების გატარება, უპირველესად კი 1. ფინანსების გაზრდა საავადმყოფოებისათვის. 2. მონიტორინგის ჩატარება, რამდენად ხდება მათი უფლებების დაცვა. 3. სამედიცინო მკურნალობის გაუმჯობესება. 4. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
მე შევეხე იმ თემებსა და პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით და ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ამით არ ამოწურულა, რადგან გამოსაკვლევია მრავალ სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთა მდგომარეობა.