ლიკა ლოცულაშვილი ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი “იბერია” მეორე კურსის სამართალმცოდნეობის სტუდენტიუმცირესობათა უფლებების დაცვა საქართველოშიპირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანის უფლებათა დასაცავად გადაიდგ 0020ზ\ XIII საუკუნეში. 1215წ 15 ივნისს რუნიმედის მოედანზე ინგლისის მეფე, ჯონ უმიწაწყლომ და ბარონებმა ხელი მოაწერეს”თავისუფლებათა დიდ ქარტიას”,რომელმაც დასაბამი მისცა მოძრაობას, კონსტიტუციური მმართველოვის დამკვიდრებისთვის.ეს ამავდროულად ითვლება, პირველი ისტორიული დოკუმენტი ადამიანთა უფლების შესახებ. მაგრამ ეს დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ იცავდა მეფის ხელისუფლებისგან ბარონებს, გლეხობის შეძლებულ ფენას და ქალაქის ფეოდალურ უფლებებს. პირვრელი დოკუმენტის შემდეგ გავიდა ასეული წლები და 1789წ ადამიანის უფლებათა სფეროში მიღებულ იქნა კიდევ ორი დოკუმენტი .პირველი საფრანგეთის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ამავ წლის 26 აგვისტოს “ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია”
ხოლო 25 სექტემბერს აშშ-ს კონგრესმა მიიღო ”უფლებათა ბილი”ანუ პირველი ათი შესწორება შეერთებული შტატების 1787 წმიღებულ კონსტიტრუციაში.
მცირე ექსკურსის სახით მიმოვიხილე პირველი ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. დღევანდელი მსოფლიო მდიდარია ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტები. Aამ ბოლო წლებში საქართველოში მოხდა ადამიანის უფლებათა შესახებ არსებული მრავალი საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირება,სწორედ ამ უკანასკნელით საქართველომ იკისრა ადამიანის უფლებათა მსოფლიო საზოგადოების მიერ აღიარებული ნორმების დაცვა.საქართველო შეუერთდა: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას საერთაშორისო ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ,საერთაშორისო ხელშეკრულებას ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, კონვენციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური, ან პატივის და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ სასჯელის გამოყენების წინააღმდეგ და სხვა. ხელშეკულებაში მონაწილე სახელმწიფოები პატივისცემით ეკიდებიან ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მათ შორის : აზრის, სინდისის, რწმენის თავისუფლებას განურჩევლად ენისა, სქესისა, რასისა ,კანის ფერის, პოლიტიკური, თუ სამართლებრივი შეხედულებისა, რელიგიისა. ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ და პატივს სცემენ პიროვნების თავისუფლებას, იწამოს მარტო ან სხვებთან ერთად, რელიგია, ან სარწმუნოება, იმოქმედოს თავისი სინდისის შესაბამისად.
Mმონაწილე სახელმწიფოები,რომელთა ტერიტორიაზეც არსებობენ ეროვნული უმცირესობები, ვალდებულნი არიან დაიცვან მათი კანონიერი ინტერესი, მიანიჭონ მათ სრული შესაძლებლობა ნამდვილად ისარგებლონ ადამიანის უფლებებით და ძირითადი თავისუფლებებით და ამრიგად დაიცვან მათი კანონიერი ინტერესი ამ დარგში.
ზემოთხსენებული საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი ნორმები ის ორიენტირია,რომელთა გათვალისწინებით ხდება საქართველოს საკანონმდებლო აქტების მიღება. მაგალითად საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ ხელშეკრულების მე-18 მუხლში ნათქვამია: ”1) თვითვეულ ადამიანს აქვს აზროვნების, სინდისის, რელიგიის, თავისუფლების უფლება ,ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას ჰქონდეს, ან იღებდეს რელიგიას, თუ მრწამსს, როგორც ერთპიროვნულად, ისე სხვებთან ერთად,საჯაროდ თუ კერძო წესით ასრულებდეს კულტს,რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებასა და მოძღვრებას. 2) არავინ არ უნდა განიცადოს იძულება,რომელიც ლახავს მის თავისუფლებებს იქონიოს ან მიიღოს რელიგია, თუ მრწამსი საკუთარი არჩევანით. 3) რელიგიისა თუ მრწამისი აღიარებისას თავისუფლებისას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ის შეზღუდვები,რომლებიც დადგენილია კანონით და საჭიროა საზოგადოებრივი უშიშროების,წესრიგის,ჯანმრთელობისა და მორალის,ისევე როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.”
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი შეესაბამება ამ სტანდარტს :” 1) ყველა ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2) დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო,აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავის შეხედულება მათ შესახებ. 3) დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ უფლებათა შეზღუდვა,თუ მათი გამყენება არ ლახავს სხვათა უფლებებს.”
საქართველო ეთნიკური,რელიგიური,კულტურული,ენობრივი თვასაზრისით მრავალფეროვანი ქვეყანაა. საქართველოში ცხოვრობენ: აზერბაიჯანელები, სომხები,ბერძნები, რუსები, ებრაელები და სხვა. რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ეთნოსით მიეკუთვნებიან შესაბამის ქვეყნებს.ზემოთ ჩამოთვლილ ერებს საქართველოსთანAმრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. როდესაც საქართველო გახდა მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპად აღიარა: ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა განურჩევლად: რასისა,კანის ფერისა,სქესისა,რელიგიისა,პოლიტიკური თუ სამართლებრივი შეხედულებისა,საცხოვრებელი ადგილისა. ქვემოთ მოცემულია ყველა ის საკანონმდებლო აქტი,რომელიც ეხება ეროვნული უმცირესობების დაცვას საქართველოში:
1.საქართველოს კონსტიტუცია 2.საარჩევნო კოდექსი 3.კანონი მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა Dშესახებ 4.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 5.კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ 6.შრომის კოდექსი 7.კანონი მაუწყებლობის შესახებ 8 კანონი ზოგადი განათლების შესახებ 9.კანონი უმაღლესი განათლების შესახებ 10.სისხლის სამართლის კოდექსი 11.კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ 12.კანონი კულტურის შესახებ. ამდენად მათ კანონი სრულ თავისუფლებას ანიჭებს განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები იმ დარგში, რომელშიც ისინი კომპეტენტურნი არიან.თეორიულადAმათ ამის აბსოლიტური საშუალება აქვთ,მაგრამ რეალურად ეს ვერ ხერხდება,იმდენად რამდენადაც ეროვნული უმცირესობების სოციალურ-ეკონომიურ პრობლემებს ამძიმებს, საინფორმაციო იზოლაცია. საბჭოთა კავშირში რუსული ენა ეთნიკურ ჯგუფებს შორის კომუნიკაციის ძირითად ენას წარმოადგენდა, ამდენად ქართული ენის ცოდნა აუცილებელ არ იყო ეროვნული უმცირესობებისთვის.საქართველოს მოქალაქეებმა (ეროვნულმა უმცირესობებმა) არ იცოდა და არ იციან ქართული ენა,რაც მათი იზოლაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.
საქართველოს მთავრობამ, მახვილი უნდა გაავლოს ამ პრობლემაზე, მათ ენობრივ ბარიერზე, რითაც ისინი ვერ მკვიდრდებიან საზოგადოებაში მიუხედავად მათი უნარისა. მაგალითად: საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტში ისინი ცხოვრობენ და ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას,იმდენად რამდენადაც მათ რეალურად ეს არც სჭირდებათ და არც ამის საშუალებაა სახელმწიფოს მხრიდან. მე ხაზს ვუსვამ უშუალოდ იმ ადამიანებზე,რომლებიც ცხოვრობენ თბილისს გარეთ,რამდენადაც მათი მდგომარეობა ურთულესია არა მარტო ენასთან, იგივე განათლებასთან,იგივე კულტურულ თუ სხვა ასპექტთან დაკავშირებით.ანუ მათი უფლებების არსის ცოდნა სათანადო დონეზე არაა შესწავლილი. სახელმწიფო ენის პოლიტიკა განათლების სფეროში ძირითადად რეგულირდება საქართველოს კანონით”ზოგადი განათლების შესახებ”,ამ კანონის მეოთხე მუხლით განსაზღვრულია სწავლების ენა ”ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენაა,ქართული,ხოლო აფხაზეთში, აგრეთვე აფხაზური ან ქართული”ამავე კანონში ვკითხულობთ:”საქართველოს მოქალაქეებს, რომელთათვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის,უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება,მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება”. პრობლემა რაშიც მდგომარეობს, ესაა სავალდებულო სახელმწიფო ენის არასათანადო დონეზე შესწავლა,რასაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგი მოჰყვება. სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს სწორი რეფორმა (მხედველობაში მაქვს განათლების საკითხი) ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენადაც სრულად შესაძლებელია,რომ საქართველოს მოქალაქემ, მაგრამ ეროვნულ უმცირესობაში მყოფმა დაიკავოს ნებისმიერი საპასუხისმგებლო თანამდებობა,რისთვისაც საჭიროა ფლობდეს სამართალწარმოების ენას, ჰქონდეს მიღებული ევროპული სტანდატების განათლება და სხვა. რაც მას საშუალებას მისცემს დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა, როგორც საჯარო,ისე კერძო სფეროში.
ე.წ. ეროვნულ უმცირესობებეს გააჩნიათ თავისი მრწამსი, რელიგია, მათ ამის განხორციელების აფსოლიტური უფლება აქვთ. რაც აღიარებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებით და აქტებით.
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის, აღმსარებლობის თავისუფლებას. კონსტიტუციის მე- 9 მუხლის თანახმად : ”სახელმწიფო აღიარებს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში,ამასთან ერთად აცხადებს რწმენისა და აღსრულების სრულ თავისუფლებას, ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან ”. სახელმწიფოს მრავალ დოკუმენტზეც აქვს ხელი მოწერილი,სადაც აღიარებულია : ”თვითვეულ პირს, ვინც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას,აქვს უფლება გამოამჟღავნოს მისი რელიგია, ან რწმენა და შექმნას რელიგიური დაწესებულებები, ორგანიზაციები და ასოციაციები. ამასვე აღიარებს კონსტიტუციის მე-9 მეხლი, რაც ზემოთაა მოცემული. Gუფრო მეტიც, სსსკ-ის 155-ე მუხლი დანაშაულად აცხადებს რელიგიური წესის აღსრულებისას უკანონოდ ხელის შეშლას მორწმუნის, ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობების შეურაწყოფას და შესაბამის სანქციასაც აწესებს მსგავსი დანაშაულის გამო. თავის მხრივ რწმენა - რელიგია შეუძლია ადამიანს განახორციელოს ინდივიდუალურად, ასევე სხვებთან ერთადაც, თავის მხრივ რწმენის თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ ვერც მთავრობა და ვერც ვერავინ აიძულებს სუბიექტს აღიაროს ესა თუ ის სარწმუნოება.არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს რწმენის გაერთიანებათა აღსრულებაში.
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რელიგიურ გაერთიანებებს შორის, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიის გადარჩენა –გავითარებაში. ქართველების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიზღუდოს მაგ: აზერბაიჯანელის,სომეხის, ებრაელის და სხვა რელიგიური უმცირესობების ძირითადი უფლება. მათი უფლებაა სურველისამებრ შეიკრიბონ, მოაწყონ დემონსტრაცია, ჰქონდეთ მათ აფსოლიტური გამოხატვის თავისუფლება,რა თქმა უნდა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილი ნორმებს ან საჯარო წესრიგს.
ამრიგად,საზოგადოებამ, ხელისუფლებამ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება უფრო მეტად მოვახდინოთ მათი ინტეგრირება საზოგადოების ყველა სფეროში. საქართველოს, როგორც თავში ავღნიშნე მრავალი საუკუნე აკავშირებს ეროვნულ უმცირესობებთან,ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი, რაც საქართველოს აქვს ესაა მისი მრავალეთნიკურობა,რაც მიმზიდველია, როგორც ჩვენთვის- ქართველებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა-საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ.
გელა ნიკოლაიშვილი- ადამიანის უფლებები საქართველოში.
diversity.ge