|
დ.გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტი “იბერია” იურიდიული ფაკულტეტის, II კურსის სტუდენტი გიგა ჭაავა ადამიანის უფლებების დაცვა პენიტენციალურ სისტემაში
კაცობრიობამ განვითარების არაერთი ეტაპი გაიარა და XXI საუკუნეს ისე მიაღწია, რომ ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა ისევ დგას დღის წესრიგში.ბრძოლით და სისხლის ფასად მიღწეულ უფლებებს გაფრთხილება უნდა და დაცვა.
მართებულობა და შინაარსი დღემდე დებატების საგანია ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებაში. იურიდიულად ადამიანის უფლებები განისაზღვრება საერთაშორისო კანონითა და კონვენციებით, შემდეგ კი მრავალი სახელმწიფოს ადგილობრივი კანონებით. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანისთვის ჰუმანურ უფლებათა დოქტრინა კანონის ფარგლებს სცილდება და ქმნის ფუნდამენტურ მორალურ ბაზისს თანამედროვე გეოპოლიტიკური წესრიგის რეგულირებისთვის. მათთვის ეს დემოკრატიულ იდეალებს წარმოადგენს.ადმიანის უფლებები ფუნდამენტური ხასიათის მორალური უფლებებია, რომელიც ეკუთვნის თითოეულ პიროვნებას სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.
საქართველოს კონსტიტუცია საუკუნეებს არ ითვლის (1995 წლის 24 ოქტომბერი) მაგრამ იმთავითვე გათვალისწინებული იყო ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები კონსტიტუციის II თავში. ასე დაიწყო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობდა და დღესაც გრძელდება.ამაში წვლილი შექონდა ყველა მოქალაქეს რომელსაც გული ანთებული ქონდა ქვეყნის სიყვარულით.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, სრულიად არადემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში დაამკვიდრა თითქმის ერთპარტიული პარლამენტი, რომელმაც საკონსტიუტუციო ცვლილებებით ჯერ შეუზღუდავი ძალაუფლება მიანიჭა პრეზიდენტს, შემდეგ კი ასეთი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულმა უამრავმა საკანონმდებლო სიახლემ უზომოდ გაზარდა სახელმწიფო.
მოხელეთა უფლებამოსილებანი და ამის პარალელურად მაქსიმალურად შეზღუდა რიგითი მოქალაქეეების უფლებები. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა ქვეყნის ინტერესების დაცვის ფსევდო-პატრიოტული ლოზუნგების ფონზე. ამ დროს მთავარი აქცენტი კეთდებოდა სახელმწიფოს სიძლიერის სიმბოლოებად გამოცხადებული ინსტიტუციების – არმიისა და პოლიციის ძლევამოსილების სისტემატურ დემონსტრირებაზე. ეს კი ხელისუფლების მხრიდან მხარდამჭერთა მობილიზაციისა და რიგით მოქალაქეთა შორის პროტესტის გამოვლენის სურვილის ძირშივე აღმოფხვრის მიზანს ემსახურებოდა. ძალოვანი სტრუქტურების უძლეველობის ჩვენებას თან ახლდა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, რასაც პროპაგანდისტული მანქანა კრიმინალთან ბრძოლად და ქვეყანაში წესრიგის დამყარებად წარმოსახავდა. გაოცებული მოსახლეობის ნაწილისათვის ეს ყველაფერი გართობისა და სანახაობის განუყოფელ ატრიბუტად იქცა – ძველი რომაელების «პური და სანახაობის» და ბოლშევიკური «ხალხის მტრების» მხილების ანალოგიურად. მოსახლეობის ეს ნაწილი «მხილებული დამნაშავეების» წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს ბოლშევიკური აღტკინებით და აღტაცებით ხვდებოდა. სამაგიეროდ, ხელისუფლების ასეთმა პოლიტიკამ სამოქალაქო საზოგადოება ჯერ დააბნია, ხოლო შემდეგ მწვავედ დაუპირისპირა მმართველ გუნდს. სრლყოფილი სახელმწიპოს არსებობისთვის საჭიროა სასამართლო ხელისუფლება.
ვერ გეტყვით დღევანდელ საქართველოშ თუ არსებობს სასამართლო ხელისუფება კლსასიკური გაგებით,მაგრამ რასაც გვაჩეჩებენ იმას დღევანდელი ხელისუფლება დამოუკიდებელ სასამართლოს ეძახის.იურიდიული განათლება არ ჭირდება იმ მოვლენების შეფასებას რაც საქართველოში ხდება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. არ შემიძლია არ შევეხო დღევანდელი საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობა,რაც იქ ხდება და ითელება პატიმრების უფლებები.მათ შორის ისეთებსაც შეხვდებით რომლებიც უდანაშაულოდ ზიან და იხდიან სასჯელს. დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანების დაკავება და აყვანა ხდება სრული კანონდარღვევით,არ განემარტებათ თავიანთი უფლებები. ყველა თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს უნდა მოეპყრან მისი უფლებების პატივისცემით. თავისუფლებააღკვეთილი პირები ინარჩუნებენ ყველა უფლებას, რომელიც კანონიერად არ ერთმევათ იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც მათ უსჯიან სასჯელს ან უფარდებენ პატიმრობას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეხვდებით ანტისსანიტარიას,რაც საფუძველია პატიმრების ჯანმრთელობის შერყევის.მათი უმეტესობა სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებას უბრუნდება ჯანმრთელობა შერყეული.სახელმწიფო თითო პატიმრის მკურნალობაზე ითვალისწინებს მხოლოდ 86 თეთრს,რაც სასაცილო თანხაა მედიკამენტების ფასებთან შეფარდებისას. ოჯახის წევრს,რომელსაც თავისი პატიმარი ეგულება რომელიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შეილება არ დახვდეს მეორე დღეს იქ.ვინაიდან გამის 4 საათზე იგი სრულიად მისთვის მოულოდნელად შეიძლება გადაიყვანონ სხვა საპყრობილეში.ოჯახის წევრს კი არ ეცნობა მისი ადგილსამყოფელი და თუ რამოდენიმე თვის შემდეგ თვითონ პატიმარმა მოახერხა და დაუკავშირდა ოჯახს მისი არსებობაც ცხადი გახდება.ასე იმიტომ ხდება რომ პატიმარს ექცევიან როგორც არაადამიანს,მისი პირადი ნივთებიც რა თქმა უნდა იკარგება და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მის გაუსაძლის პირობებს. შახელმწიფო უნდა ცდილობდეს პატიმრს სასჯელის მოხდის შემდეგ მის საზოგადოებაში დაბრუნებას,ყოველივე ზემოთ ხსენებულის შემდეგ როგორ შეიდზლება ადამიანს სამართლიანობაზე ელაპარაკო?ჩვენი სახელმწიფო პატიოსანი მოქალაქეებისგან პოტენციური დამნაშავეების გამოჩენას უწყობს ხელს საზოგადოებაში. 2003 წლის რევოლუციის შემდეგ სახელმწიფი “დაკავებულია” თავისი მოქალაქეების დაკავებით,რა თქმა უნდა ვინც ამ ხელისუფლების უკანონობის მიმართ ხმას. იმაღლებს საპყრობილეებში ადგილი არ არის და საკნებში,რომელიც ჩვეულებრივ გათვლილია 20 კაცსზე პირობითად,შევსებულია 60 ან მეტი პატიმრით.ასეტ არაადამიანურ პირობებში იხდიან სასჯელს პატიმრები. რაც მათ ჯანმრთელობაზეც აისახება შემდგომ. “ურჩი” პატიმრების გამწესება ე.წ. ”კარცერებში” ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოს ციხეებში. შისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შემდეგ გახშირდა თავისუფლების აღკვეტა25,30,35 წლით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი მთლიანად შეიცვალა, ხოლო მე-60 მუხლი ამოღებულ იქნა, რამაც გამოიწვია შემდეგი შინაარსის ცვლილებები: აქამდე რამდენიმე სხვადასხვა დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ზომის განსაზღვრისას არსებობდა 3 ვარიანტი: ა) ხდებოდა უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმა, ბ) ამ სასჯელების ნაწილობრივი შეკრება ან გ) სასჯელების მთლიანი შეკრება. 2007 წლის იანვრიდან რამდენიმე სხვადასხვა სახის დანაშაულის შემთხვევაში არსებობს მხოლოდ ერთი – დანაშაულთა და განაჩენთა მთლიანი შეკრების პრინციპი. მაგალითად, თუ 2007 წლამდე ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისათვის დამნაშავეს მიესჯებოდა 4, 5 და 11 წელი, საბოლოო ჯამში მას განუსაზღვრავდნენ 11 წლით თავისუფლების აღკვეთას (თუ მოხდებოდა ნაწილობრივი შეკრება, ეს ვადა შეიძლებოდა გაზრდილიყო 2-3 წლით), ახალი კანონით კი ასეთ შემთხვევაში დამნაშავეს აუცილებლად უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 20 წლით (4+5+11). აღკვეთა 20 წლით (4+5+11). სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 281 მუხლი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება ცივი იარაღის ტარება 21 წლის ასაკს მიუღწეველის ან ნასამართლევი პირის მიერ. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ეს შეამცირებს 21 წლამდე ახალგაზრდების ან ნასამართლევი პირების მიერ დანით ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო სავარაუდოა, რომ სამართალდამცველებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი კატეგორიის მოქალაქეებს ჩაუდონ ცივი იარაღი და მოახდინონ მათი დაჯარიმება (ბიუჯეტის შევსება) ან დაპატიმრება. წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის თვალსაზრისით ბოლო წლებში განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში. 2003 წელთან შედარებით კატასტროფულად გაიზარდა (თითქმის გასამმაგდა) პატიმართა რაოდენობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საპყრობილეებში, სადაც კანონმდებლობის მიხედვით, განთავსებულები არიან ჯერ კიდევ გაუსამართლებელი პირები, ანუ, პატიმრები, რომლებიც, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არ ითვლებიან დამნაშავეებად. ამ პატიმრებს მორიგეობით უწევდათ ძილი, რადგანაც არ არსებობდა საკმარისი რაოდენობის საწოლები (ხშირად ერთ საწოლზე 3-4 და მეტი პატიმარი მოდიოდა), საკნებში არსებული სანიტარული ნორმები, ვენტილაცია. კვებისა და სამედიცინო მომსახურების დონის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას რომ მათ ასეთ პირობებში ყოფნაც კი წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის ტოლფასია. Oფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც კი პატიმართა საერთო რაოდენობა განუხრელად იზრდება .2006 წლის ბოლოს ეს რიცხვი 15423-ს შეადგენდა, ხოლო 2007 წლის ბოლოს – 18310-ს. მართალია, ეს მხოლოდ 3000 პატიმრამდე მატებას შეადგენს, მაგრამ თუ პატიმართა 2007 წლის რაოდენობას შევადარებთ 2003 წელს არსებულ რაოდენობას (6274-ს), დავინახავთ, რომ ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის პირობებში ოფიციალური მონაცემებითაც კი პატიმართა საერთო რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. Aმან გამოიწვია ის, რომ თუ მანამდე ეს რაოდენობა თითქმის ჯდებოდა საერთო ევროპულ სტანდარტებში (100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 100-150 პატიმარი), დღევანდელი მონაცემებით საქართველოში 100 ათას მოსახლეზე პატიმართა რაოდენობამ 500-ს მიაღწია და ამ მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის ადგილი დაიკავა ჩინეთის, აშშ-სა და რუსეთის შემდეგ. “იქ სადაც იარაღის ჟღარუნებს,კანონი დუმს”.საქართველ-ში ხელისუფლების იარაღია მოსახლეობის დაშინება,დატერორება,მუქარა.დროა ეს “უკანონობის”მანქანა დადუმდეს და იყოს კანონის უზენაესობა,მის წინაშე ქვეყნის ყველა მოქალაქე იყოს ტანაბარუფლებიანი და დავადგეთ ჭეშმარიტი დემოკრატიის გზას.
|