საუბრები ტოლერანტობაზე


 

 

 

შეხვედრა ვახტანგ კიკაბიძესთან
პროექტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით სასიამუვნო იყო გამოჩენილ ქართველ მომღერალთან და მსახიობთან ბუბა კიკაბიძესთან შეხვედრა . მან ავადმყოფობის მიუხედავად,გამონახა დრო და შეხვდა ბავშებს.გაიმართა თბილი საუბარი,სადაც ბატონმა ვახტანგმა არერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა,ჩვეული იუმორით და გადმოცემის მისეული მანერით უამრავი ახალი დეტალი გავიგეთ.მომღერალი შეეხო "მიმინოს" გადაღების უცნობ საინტერესო მომენტებს,მის ურთიერთობას ფრუნზიკ მიკირტიჩიანთან.ყველა მსურველს დაურიგა ავტოგრაფი და გადაიღო სამახსოვრო ფოტოები. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი ბატონი სოზარ სუბარი,რომელმაც ისაუბრა დიდი ხელოვანის დამსახურებაზე,აქტიური მონაწილეობა მიიღო საუბარში და კიდევ ერთხელ თანადგომა გამოხატა პროექტის მონაწილეებისადმი.
Powered by LINE-STUDIO