| საუბარი ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან
2008 წლის 28 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში შედგა პროექტის მონაწილეთა შეხვედრა ბაპტისტური ეკლესიიის ეპისკოპოსთან ქალბატონ რუსუდან გოცირიძესთან. მონაწილეები ყურადღებით უსმენდნენ სამღვდელო პირის საინტერესო საუბარს.განიმარტა ამ მოძღვრების თავისებურებანი,ისტორია,ქართული რეალობის სპეციფიკა და სტრუქტურა.ვრცლად იქნა მიმოხილული პროტესტანტურ მიმდინარეობებთან ბაპტიზმის დამოკიდებულება.სხვაობანი ,რაც ახასიათებთ ბაპტიზმის სხვადასხვა შიდადინებას,ტერმინ "ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის" გენეზისი. იყო კითხვები,რომელზედაც ქალბატონმა რუსუდანმა ამომწურავი პასუხი გასცა. უახლოეს ხანში ეს წერილი განახლდება და შემოგთავაზებთ ბაპტიზმის შესახებ მცირე ინფორმაციას.
|
|