21 დეკემბერს პროექტის ჩარჩოებში გაიმართა მონაწილეთა შეხვედრა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთან-სიონის ტაძრის წინამძღვარ დეკანოზ მამა ამირან ამირანაშვილთან,რომელმაც ისაუბრა როგორც მართლმადიდებლობის არსისა და დანიშნულების,აგრეთვე რელიგიური ურთიერთპატივისცემის მრავალსაუკუნოვან ქართულ გამოცდილებაზე.
მამა ამირანი შეეხო წარსულს,ეკლესიის ისტორიას ,გამოთქვა თავისი აზრი რელიგიურ განსხვავებათა არსებობის საფუძვლების შესახებ. მან განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა, რომ ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს.
პროექტის მონაწილეებმა არაერთი კითხვა დაუსვეს მღვდელს,რომელზეც შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი იქნა გაცემული.
იხილეთ შეხვედრის ამსახველი სურათები