საუბრები ტოლერანტობაზე


 

 

 

შეხვედრა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში
შეხვედრა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში

საიათნოვას საფლავის მონახულებით დაიწყო ჩვენი შეხვედრა სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგელებთან.გაიმართა საინტერესო დიალოგი.კერძოდ,საკითხი შეეხო მონოფიზიტიზმის ცნობილ სტერეოტიპს,სომხური ეკლესიის სახელწოდებას,მის დამოკიდებულებას მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და მსოფლიო საეკლესიო საბჭოსადმი.მიუხედავად იმისა,რომ მიმდინარეობდა საეკლესიო რიტუალი, მღვდელმა ტერ ნარეკმა გამონახა დრო და უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს.გულახდილად შეეხო საჭირბოროტო პრობლემატიკას და ხაზი გაუსვა ქართულ-სომხური მეგობრობის შეურყეველ ხასიათს.

სომხური სამოციქულო ეკლესია

სომხური სამოციქულო ეკლესია ერთერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა.მისი სრული სახელია "სომხური მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესია"
შეხვედრა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში

სომხეთში ქრისტიანობის შემოსვლა პირველივე საუკუნიდან დაიწყო. მათი რწმენით ეს მოძღვრება თავად მოციქულებმა თადეოზმა და ბართლომემ იქადაგეს,რომლებიც იქვე აღესრულნენ.მაგრამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 314 წელს ,როდესაც წმინდა გრიგოლმა მონათლა თირიდატე .აქედან მოდის არასწორი აზრი , თითქოს ესაა "გრიგორიანული" მიმდინარეობა . დიდმა წმინდანმა სატუსაღოში გაატარა 13 წელი ,დიდი როლი ითამაშა სომეხი ერის რელიგიურ განვითარებაში , მაგრამ სარწმუნოების გავრცელება ადრიდანვე ხდებოდა და ამდენად ეს სახელწოდება უფრო მოგვიანებით იქნა შერქმეული.ოფიციალურად მას ქვია "სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია" .
სომხურ ეკლესიის დაფუძნების თარიღად მიჩნეულია 301 წელი.იგი დოგმატურად ეფუძნება სამი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს და იზიარებს კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიას.მათი რწმენით ქრისტე განხორციელებამდე ორი ბუნებისგან შედგება ,მაგრამ შემდეგ ერთ ღვთაებრივ სახეს იღებს ანუ მათი ხედვით ისინი არ არიან მონოფიზიტები ,თუმცა სხვა მიმდინარეობები ამ აზრს არ იზიარებენ ხოლმე.სომხური ეკლესიის თეოლოგიური სახის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა ნერსეს შნორალიმ .
451 წელს რომის პაპმა ლეონმა მონოფიზიტიზმი გამოაცხადა,როგორც ერესი და მას მიეძღვნა ქალკედონის კრება ,რომელმაც უარყო ე.წ " ეფესოს ყაჩაღთა შეკრების" მესამე მსოფლიო კრების გადაწყვეტილება .
ქართულ მართმადიდებლურ მიმდინარეობასა და სომხურ სარწმუნოებას შორის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა ,როგორც თანამშრომლობა ,აგრეთვე კამათი ღვთისმეტყველების საკითხებზე. მეექვსე საუკუნეში მოსე ცურტაველის განდევნის შემდეგ მწვავდება დებატები და საბოლოოდ წყდება ევქარისტული კავშირი. 726 წელს მანასკერტის კრებზე საბოლოოდ მოხდა მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიიდან ჩამოცილება .
დიდია ეკლესიის როლი სომხეთის განვითარებაში. მათი წმინდა ქალაქი ეჩმიაძინია.გადმოცემის მიხედვით წმინდა გრიგოლს თავად ღმერთმა მიანიშნა ტაძრის ადგილი.ესაა კათალიკოსის რეზიდენცია,მაგრამ აგრეთვე არსებობს იერუსალიმისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოებიც,თუმცა მათთან შედარებით ეჩმიაძინის კათედრა უპირატესია.სომხური ეკლესიის სპეციფიური თვისებაა მისი გავრცელების ფართო არეალი,რაც ამ ხალხის ტრაგიკულმა მოვლენებმაც განაპირობეს.ღვთისმსახურება აღესრულება ძველ სომხურ ენზე, ხოლო ქადაგება ახალზე.ლიტურგიკული წიგნებია ჭაშოცი,პატარაგატეტრი,ჯამაგირქი,მაშტოცი. ზიარება ტარდება უცომო პურით და წყალგაურეველი ღვინოთი.საქართველოში ცხოვრობს ამ სარწმუნოების დაახლოებით 500000 მიმდევარი.
Powered by LINE-STUDIO