მწერალი რატი ამაღლობელი და ფოტოხელოვანი იური მეჩიტოვი ესაუბრენ პროექტის მონაწილეებს ეროვნული და რელიგიური შემწყნარებლობის საკითხებზე.მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ მათ.დაისვა კითხვები. საუბარი იყო ძალიან უშუალო და უაღრესად საინტერესო. აუდიტორიასა და სტუმრებს შორის კონტაქტი აშკარად შედგა . იყო იუმორიც ,სერიოზული მსჯელობაც.
რამდენიმე სიტყვით სტუმრების შესახებ:
იური მეჩიტოვი
ი. მეჩიტოვი დაიბადა 1950წ. მისი ძირითადი სპეციალობა სამთო ინჟინერიაა,მაგრამ ითვლება ქართული ფოტოხელოვნების ერთერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად.მისი ფოტონამუშევრების პირველი გამოფენა შედგა 1979წ. თბილისში ,შემდგომში მონაწილეობას იღებდა ლონდონის, ვენის, ბრატისლავას, ედინბურგის და სხ. გამოფენებში.
80იანი წლებიდან არის კინოსტუდია “ქართული-ფილმი”-ს მხატვარი-ფოტოგრაფი.
თანამშრომლობს პრესასთან, იღებს სარეკლამო ფოტოებს, აფორმებს წიგნებს.
მისი შეხვედრა ბავშებთან ნამდვილად გამოირჩეოდა განსაკუთრებული კონტაქტით აუდიტორიასთან.ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოახერხა მეგობრული აურის შექმნა.გვინდა წარმატება ვუსურვოთ ბატონ იურას -შესანიშნიავ ადამიანს და ქალაქის ნამდვილ კოლორიტს.
რატი ამაღლობელი
დაიბადა 1977 წელს. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მისი კრებულებია: "ზმნა" (1999), "თუ" (2003) , "წრე" (2005). არის "საბას" (2006) პრემიის ლაურეატი.
მოსწავლეებთან მისი შეხვედრა უაღრესად უშუალო და საინტერესო გამოდგა.მადლობას ვუხდით მობრძანებისათვის .