|
დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი დაფუძნდა 2008 წლის გაზაფხულზე.ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ეროვნების , პროფესიის ადამიანები,რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ ქართული სახელმწიფოებრიობის დემოკრატიზაციას,ეროვნული პრობლემატიკის გადაწყვეტას,მუშაობენ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე,მონაწილეობას ღებულობენ ტრეინინგებსა თუ სემინარებში. პირველ ეტაპზე, ჩვენ როგორც დამწყებმა ორგანიზაციამ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ აქცენტი აგვეღო არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარების ზოგად შესწავლაზე.ვმონაწილეობდით არაერთ პროექტში,გავდიოდით ტრეინინგებს. ესაა ჩვენი პირველი სერიოზული პროექტი. იმედი გვაქვს საქმით შევძლებთ დავამტკიცოთ ჩვენი პოტენციალი და მადლობას ვუხდით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს ,რომ მოგვეცა შანსი გადაგვედგა ნაბიჯები გეგმების რეალიზაციის თვალსაზრისით.
|